01:13 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-20 13:12:23, 864 ნახვა

მსოფლიო
ძლიერი გაფრთხილება: ჩინეთი ტაივანთან ახლოს სამხედრო წვრთნებს ატარებს

ჩინელმა სამხედროებმა ტაივანის ტერიტორიაზე „გამფრთხილებელი“ წვრთნები მას შემდეგ დაიწყეს, რაც კუნძულის მაღალჩინოსანი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ტაიპეიმ დაგმო "ირაციონალური, პროვოკაციული ქმედებები". პეკინმა განაცხადა, რომ ის პასუხობს "სეპარატისტებსა" და უცხო ძალებს შორის "შეთქმულებას".

ჩინელი მებრძოლები ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში: პეკინმა დაიწყო სამხედრო წვრთნები კუნძულის ტერიტორიაზე. ტაიპეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 26 ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა ე.წ. ტაივანის სრუტის შუა ხაზი.

„ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ ზონის სარდლობამ შაბათს დაიწყო ერთობლივი საჰაერო და საზღვაო პატრულირება, ასევე საზღვაო და საჰაერო ძალების სამხედრო წვრთნები“, - წერს ჩინეთის სახელმწიფო მედია არმიის სპიკერზე ში იიმზე დაყრდნობით.

მანევრები, რომლებშიც გემები მონაწილეობენ, ასახავს "რეალურ საბრძოლო პირობებს".

წვრთნების საპასუხოდ ტაივანმა განათავსა საკუთარი საჰაერო ძალები და საზღვაო ძალები, ასევე სახმელეთო სარაკეტო სისტემები. „ეროვნული არმია მონიტორინგს ახორციელებს და იყენებს დაზვერვის მეთოდებს სიტუაციის მჭიდრო კონტროლისთვის“, - ნათქვამია ტაიპეის კომუნიკეში.

მორიგი ესკალაციის მიზეზი გახდა ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის უილიამ ლაის გაჩერება ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში პარაგვაისკენ მიმავალ გზაზე, რამაც ჩინეთში აღშფოთება გამოიწვია.

ტაივანის მმართველმა დემოკრატიულმა პროგრესულმა პარტიამ ლაი წარადგინა საპრეზიდენტო არჩევნებში 2024 წლის იანვარში.

პეკინი, რომელიც კუნძულს თავის პროვინციად მიიჩნევს, ეწინააღმდეგება ნებისმიერ ოფიციალურ კონტაქტს ტაიპეის და დასავლეთის დედაქალაქებს შორის.

კემპ დევიდში სამმხრივი შეხვედრის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, იაპონიის და სამხრეთ კორეის ლიდერებთან ერთად, ერთობლივ განცხადებაში დაგმო ჩინეთის "საშიში და აგრესიული ქმედებები" სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics