|
2023-06-01 12:44:31, 795 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს საიმისოდ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს
მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს საიმისოდ, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კალაძის თქმით, თუ ვინმე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს საქართველო იყო. „ჩემთვის, არა თანამდებობის პირისთვის, არამედ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პლატფორმები ყველამ გამოიყენოს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრი იყენებს ამ ტრიბუნას, სადაც შესაძლებელია, საუბრობს ჩვენს ევროპულ მომავალზე, ევროინტეგრაციაზე. გულწრფელად ვამბობ, თუ ვინმე იმსახურებდა სტატუსის მიღებას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, იმიტომ, რომ ყველა კომპონენტში, ყველანაირი თვალსაზრისით წინ ვართ სხვა ქვეყნებზე, რომელთაც მიენიჭა აღნიშნული სტატუსი. დაგვიწესეს 12-პუნქტიანი გეგმა, კი ბატონო, მზად ვართ და ვასრულებთ ამ გეგმას. მინდა, ყველას მოვუწოდო, ვისაც შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო პლატფორმები გამოიყენონ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“,- განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)