|
2023-06-01 10:55:41, 727 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრ ფაქტორზე და არა მხოლოდ იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველო დგამს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ აქვს დადებითი მოლოდინი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის გადაწყვეტილება დამოკიდებულია ბევრ სხვა ფაქტორზე და არა მხოლოდ იმაზე, რა ნაბიჯებსაც საქართველო დგამს. "მე იმედი მაქვს, რომ შეფასება იქნება ობიექტური. ჩვენ ეს ერთხელ უკვე ვნახეთ - ევროკომისიის მიერ გაკეთებული შეფასებები, როდესაც ჩვენს კითხვარებზე მივიღეთ დასკვნები. მე იმედი მაქვს, რომ ასევე პოზიტიურად შეფასდება ის ნაბიჯები, რაც უკვე გადადგა საქართველომ და რა თქმა უნდა, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ზეპირი შეფასება უკვე პოზიტიურ ელემენტებს შეიტანს და მოამზადებს შემოდგომისთვის იმ ანგარიშში, რომელზეც უკვე მუშაობს ევროკომისია, მაგრამ რომელიც გამოქვეყნდება დეკემბერში. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ტექნიკური მხარე ამ ყველაფრის, რასაც ევროკომისია მოამზადებს - ანგარიში, შეფასებები, იქ ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება პოლიტიკური კომპონენტი და ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც ევროკავშირი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მე იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ერთობლიობაში იქნება საქართველოს სასარგებლოდ და გადაწყვეტილებაც იქნება დადებითი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრ ფაქტორზე და არა მხოლოდ იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველო დგამს",- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)