|
2023-05-31 22:03:30, 1046 ნახვა
პოლიტიკა
აუსტრევიჩუსი ზურაბიშვილზე - რომ ეთქვა, დაბრუნებისას გვარამიას და სააკაშვილს შევიწყალებო, ეს ძალიან მკაფიო და დასაფასებელი იქნებოდა
ზურაბიშვილს ევროპარლამენტში გამოსვლისას რომ ეთქვა, დაბრუნებისას გვარამიას და სააკაშვილს შევიწყალებო, ეს ძალიან მკაფიო და დასაფასებელი იქნებოდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. როგორც აუსტრევიჩუსმა აღნიშნა, რეფორმებისა და რეკომენდაციების იმპლემენტაციის თვალსაზრისით საქართველოს მთავრობამ ცოტათი უფრო მეტი უნდა გააკეთოს. „როდესაც მე ვუსმენ ექსპერტებს და „ენჯეოებს“ საქართველოდან, რომლებიც რეკომენდაციების შესრულებას დაბალ რეიტინგს აძლევენ, ამას ყოველთვის ვამოწმებ ექსპერტებისა და მთავრობის ანგარიშებში. მე არ ვარ მაინც და მაინც ოპტიმისტი იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა ახლა იმითაა დაკავებული, რაც საჭიროა. დრო ცოტაა და მეტი ისტორიული შანსი არ იქნება. მე არ ვფიქრობ, რომ მთავრობის მეთაურმა კომენტარი უნდა აკეთოს უკრაინის სწრაფვაზე ნატო-სკენ, როგორც მიზეზზე, რადგან ეს ისტორიის სრულიად არასწორი მხარეა. მოდი, კონცენტრირდით საკუთარ საშინაო დავალებაზე – ესაა ჩემი რჩევა“, - განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა. შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. მანამდე კი ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)