14:57 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 09:30:39, 816 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე - კონსერვატიულობა ჩვენი ხელისუფლების მთავარი იდეაა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონსერვატიულ ფორუმში მონაწილეობა "ძალიან წარმატებული პროექტია". 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, "ქართული ოცნების" მთავარი იდეა კონსერვატიულობაა.

„ჩემი აზრით, ჩვენს ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ლიბერალიზმი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ამას არ შევხედოთ რელიგიური და მორალური პრიზმიდან, პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვისა თუ შენარჩუნების. თუ უკითხავთ ჩვენს ოპონენტებს, როგორია ჩვენი გენოფონდი, როგორია მისი პერსპექტივა. რა თქმა უნდა, ამის ხელშეწყობა, ამ პრიზმიდან მინდა ვაჩვენო ჩვენს ოპონენტებს, ეს იქნება კატასტროფა და საქართველოს სუვერენიტეტის რისკები, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო. ასე რომ, ჩვენ სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ შინაგანად პრემიერი და ჩვენი მთავრობა ამ მიმართულებას ვემხრობით. შეიძლება ითქვას, კონსერვატიულობა არის ჩვენი მთავარი იდეა, ჩვენი ხელისუფლების. მე ვერ ვხედავ ამის ალტერნატივას უსაფრთხოების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციის (CPAC) მონაწილეებს სიტყვით 4 მაისს მიმართა.

კონფერენციაში საქართველოს მთავრობის მეთაურის მონაწილეობა დაგმო "ევროპის სოციალისტურმა პარტიამ" (PES) და განაცხადა, რომ მომდევნო სხდომაზე "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერების საკითხს განიხილავდა.

ვიდრე PES-ი საქართველოს მმართველ პოლიტიკურ პარტიას სტატუსს შეუჩერებდა, მათი რიგების დატოვების გადაწყვეტილება თავად "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. "ევროპის სოციალისტური პარტიის" დატოვების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 11 მაისს პოლიტიკური საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics