15:10 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 15:14:38, 1000 ნახვა

პოლიტიკა
„შემდეგი თქვენ იქნებით, ქართველებო“ - რუსმა სამხედროებმა საქართველოსა და EU-ის დროშები შეურაცხყვეს [ვიდეო]

"ტელეგრამ-არხებზე" ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ სამხედროები, რომლებიც თავს რუსული დაჯგუფება "ვაგნერის" წევრებად მოიხსენიებენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს შეურაცხყოფას აყენებენ.

ვიდეოკადრებში, რომელიც სავარაუდოდ, ბახმუტშია გადაღებული, სამხედროები ამტკიცებენ, რომ ფრონტზე ქართველების პოზიციები გაანადგურეს.

"გაფრთხილება ყველა ნაბიჭვარს - ჩვენ ვნახეთ თბილისის ცენტრში  ქართველმა ნაცისტებმა როგორ დაწვეს რუსული დროშა. ჩვენ ასევე ვნახეთ, სხვადასხვა ქართველი ეშმაკები როგორ ბილწავენ რუსების სახლებს საქართველოში. ისე მოხდა, რომ მხოლოდ "ვაგნერელები" დავრჩით, ვინც ჩვენს სამშობლოს საგარეო საფრთხისგან იცავს - მაგალითად, დღეს დედა მოვუ**ნით ქართველების პოზიციებს და იქ მათი წყეული დროშები ვნახეთ. ნახეთ, რას ვუზამთ ახლა იმ ქვეყნების დროშებს, რომლებიც ჩვენს დროშას დასცინიან. თავად ნახეთ და იცოდეთ, შემდეგი თქვენ იქნებით, წყეულო ქართველებო",- აცხადებენ რუსი სამხედროები. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics