18:04 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 16:13:57, 751 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ცესკო-სთან მიმართებით იყო და ამის გამოსწორება ხდება

აღნიშნული ცვლილება განსახორციელებელია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, "შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ცესკო-სთან მიმართებით იყო და ამის გამოსწორება ხდება".

„აღნიშნული ცვლილება განსახორციელებელია და აუცილებელია, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყანებშია. შარლ მიშელის შეთანხმება გახსოვთ ყველას, რომელიც ვერ შედგა, ერთ-ერთ პუნქტი იყო ჩაწერილი ცესკო-სთან მიმართებაში. ხდება ამის გამოსწორება“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და საკანონმდებლო ორგანისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცვლილებები, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს და რომელთა ინიციატორებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან, „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics