19:12 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 00:14:47, 1949 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიიდან სანქნცირებული საქონელი რუსეთში ხვდება - ექსპორტი ყაზახეთში, სომხეთსა და საქართველოში ომის დაწყებიდან, 150 პროცენტით გაიზარდა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, გაიზარდა გერმანული წარმოშობის საქონლის ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში. ამის შესახებ ნათქვამია Bild-ის საგამოძიებო სტატიაში რომელიც გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა.

ამიტომ, გერმანიის ხელისუფლება ეჭვობს, რომ მესამე ქვეყნების, პარალელური იმპორტის გამო სანქციების გვერდის ავლით, რუსეთი ახორციელებს გერმანული საქონლის იმპორტს, რაც მას აკლია.

"ექსპორტი ყაზახეთში, სომხეთსა და საქართველოში ომის დაწყებიდან: გაორმაგდა. დაახლოებით 150 პროცენტით გაიზარდა ტაჯიკეთში და 77 პროცენტით ბელორუსიაში, ხოლო ექსპორტი ყირგიზეთში 994 პროცენტით გაიზარდა", - წერს "ბილდი".

გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტის შეფასებით, გერმანიიდან ექსპორტი 2022 წელს გაიზარდა:
მანქანები და ავტონაწილები: ყაზახეთისკენ - 507%-ით, სომხეთისთვის - 761%-ით;
ქიმიური პროდუქტები: ყაზახეთს - 129%-ით, სომხეთს - 110%-ით;
ელექტრომოწყობილობა: უზბეკეთს - 105%-ით, სომხეთს - 344%-ით;
ლითონის ნაწარმი: ყაზახეთს - 137%-ით;
ტანსაცმელი: ყაზახეთში - 88%.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში დევიდ ო'სალივანმა უკვე გაამახვილა ყურადღება გერმანიიდან დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის ზრდაზე.

როგორც ცნობილი გახდა, სანქციების გვერდის ავლით რუსული ოქროს ზოდების გაყიდვაში ეხმარებიან კომპანიები. ათობით ლოჯისტიკური ფირმა და მოვაჭრე, რომლებიც ოქროს სექტორში მცირე მოთამაშეები არიან, ეხმარებიან რუსული ოქროს გაყიდვას, რუსული საბაჟო ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი ImportGenius-ის მონაცემებით. ფირმებმა დააწესეს ნაყარი მიწოდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ჰონგ კონგსა და თურქეთში, სადაც შეზღუდვები არ არსებობს.
ევროკავშირი ამზადებს სანქციებს ჩინური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს იარაღის მიწოდებაში. შემაკავებელ სიაში შესაძლოა შვიდი ჩინური კომპანია მოხვდეს.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები, ევროპა და უკრაინის მთავარი მოკავშირეები ამზადებენ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა დახურონ რუსებს შემაკავებელი ზომების გვერდის ავლის გზები.

ასევე, სამიტზე შეხვედრის დაწყებამდე, პარტნიორები გეგმავენ განიხილონ რუსეთში თითქმის ყველა ექსპორტის პირდაპირი აკრძალვის იდეის განხილვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics