|
2023-05-08 13:08:37, 1412 ნახვა
პოლიტიკა
კანონპროექტით, ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის და წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება
ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და საკანონმდებლო ორგანისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცვლილებები, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს და რომელთა ინიციატორებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან, „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის. კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს, საკონკურსო კომისიას შექმნის და კანდიდატურებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იქნება. კანონპროექტის მიხედვით, იცვლება არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი. კერძოდ, თუ პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმით) მხარს დაუჭერს, ისინი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე, ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების ასარჩევად, კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი კვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუ ცესკო-ს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭისყრა სრული შემადგენლობის უმრავლესობით იმართება. 2/3-იანი კვორუმით არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობას 5 წლის, ხოლო უმრავლესობით დამტკიცებული 6 თვის ვადით იკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)