19:47 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-06 13:39:46, 1068 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა, ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი საქართველოა

ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა - ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ქვეყანა საქართველოა,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ "ევროპის დღის" აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს უკვე მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული მოვლენა იყო.

„დაახლოებით, 70 წლის წინ ევროპულმა დამოუკიდებელმა სუვერენულმა თავისუფალმა ერებმა გადაწყვიტეს გაეერთიანებინათ ძალისხმევა და ესაუბრათ ერთხმად იმისთვის, რომ დაეცვათ მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება ევროპაში. ამჟამად ჩვენ გვყავს 27 წევრი ქვეყანა და ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა. ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ქვეყანა არის საქართველო. საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ეს ნამდვილად ისტორიული მიღწევა იყო და ჩვენ ველით შემდგომ ნაბიჯებს იქიდან გამომდინარე თუ როგორ იქნება რეფორმები იმპლემენტირებული საქართველოში",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics