20:40 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 13:28:32, 859 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე - „ქოლცენტრებით“ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავენ, ამ ფულით საქართველოში აფინანსებენ თავიანთ ბინძურ ტელევიზიებს, ომის პარტიის მონებს და უკან აგზავნიან ევროპელ ლობისტებთან

პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ე.წ. ქოლცენტრების ფუნქციონირებასთან  სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შესაძლო კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აფასებს.  

მისი თქმით, ევროპელი პენსიონერების ძარცვის შედეგად მიღებული თანხით, ფინანსდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, ე.წ. ომის პარტიის წარმომადგენლები და ევროპელი ლობისტები, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან.

„ქოლცენტრებით" ევროპელ პენსიონერებს ძარცვავენ, ამ ფულით საქართველოში აფინანსებენ თავიანთ ბინძურ ტელევიზიებს, ომის პარტიის მონებს და უკან აგზავნიან თავიანთ ევროპელ ლობისტებთან,  პატრონებთან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან!“- წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე.

სააგენტო „პრაიმ-ტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და დავით არახამიას ეკუთვნით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics