20:40 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 11:01:53, 972 ნახვა

პოლიტიკა
ლექსმანი პრემიერის CPAC-ში მონაწილეობაზე - ქართული კოშმარი ჩვენი ღირებულებების წინააღმდეგ მუშაობს

ქართული კოშმარი მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი "ევროპელი სოციალისტების პარტიის" (PES) განცხადებას.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, ასეთი შეფასება მისასალმებელია, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული.

"ასეთი შეფასება მისასალმებელია, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული. ქართული კოშმარი მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ",- წერს ლექსმანი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში (CPAC) მიიღო მონაწილეობა.

"ევროპელი სოციალისტების პარტიამ" (PES) ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობა დაგმო და მომდევნო სხდომაზე "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებას განიხილავს.

პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კატი პირის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებები ეწინააღმდეგება პოლიტიკური გაერთიანების ღირებულებებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics