21:17 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 17:15:25, 820 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი - საქართველოს მთავრობა იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ

ბოლო პერიოდამდე კონსტანტინ კულეს მეც დავეთანხმებოდი, მაგრამ საქართველოს მთავრობა იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ, - ასე გამოეხმაურა გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი  ბუნდესტაგის დეპუტატის, კონსტანტინ კულეს განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად კლასიფიკაცია მყისიერად შეამცირებს გერმანიაში არალეგალურ მიგრაციას.

კრამონმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისგან დისიდენტების ექსტრადირებაც კი მოსალოდნელია, ხოლო რაც შეეხება მოლდოვას, ის სხვა შემთხვევაა.

"ბოლო პერიოდამდე კონსტანტინ კულეს მეც დავეთანხმებოდი, მაგრამ საქართველოს მთავრობა იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ, დისიდენტების ექსტრადირებაც მოსალოდნელია და აღარ ვარ დარწმუნებული. მოლდოვა სხვა შემთხვევაა" , - წერს კრამონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics