22:49 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 12:43:12, 807 ნახვა

პოლიტიკა
NDI - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას 20%, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5% მისცემდა

NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, არც ერთ პარტიას ხმას 34%, არ ვიცი 26%, „ქართულ ოცნებას“ 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 5%, სხვა პარტიებს ჯამში 6% მისცემდა. პასუხზე უარი გამოკითხულთა 9%-მა განაცხადა.

NDI-ის ცნობით, გამოკითხვა 2023 წლის 17 მარტიდან 23 მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. 

მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: დემოკრატია, ეკონომიკა, ინსტიტუტები, ქალების პოლიტიკური მონაწილეობა და საგარეო პოლიტიკა.

NDI-ის კვლევა  დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics