22:51 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 14:31:39, 719 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ძალიან ავნერვიულდი, ჩემს დიდძალ ქონებას თუ დაადეს სანქცია მერე რაღა ვქნა?!

მე ამაზე ძალიან ავნერვიულდი. წასვლას კიდე არა უშავს, ჩემს დიდძალ ქონებას თუ დაადეს სანქცია მერე რაღა ვქნა,- ამის შესახებ  "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქით, არასერიოზულია, როდესაც კოლეგას გვერდზე უზიხარ და მის დასანქცირებას სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს სთხოვ.

„მე ამაზე ძალიან ავნერვიულდი. წასვლას კიდე არა უშავს, ჩემს დიდძალ ქონებას თუ დაადეს სანქცია მერე რაღა ვქნა. არასერიოზულია, არასერიოზულია და რამხელა მდაბიოობაა, წარმოიდგინეთ, კოლეგას გვერდზე რომ უზიხარ და მის დასანქცირებას რომ სთხოვ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს. წარმოგიდგენიათ, რა დონის მდაბიოობასთან გვაქვს საქმე.

განსხვავება იცით რა არის ჩვენს შორის? ძალიან ნიშანდობლივია ეს ამბავი, ჩვენ ვლაპარაკობთ "ქართული ოცნების" სახელით, ისინი ლაპარაკობენ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით და იმუქრებიან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით, მაშინ როდესაც "ქართული ოცნება" ყველა სიტყვას, რამდენჯერ მოგისმენიათ ჩვენგან, რომ ქართველი ხალხი გასცემს ამაზე პასუხს და ისინი ამბობენ, რომ ამერიკელები გასცემენ პასუხს, ევროპელები გასცემენ ამაზე პასუხს. თან, ეს რა სისულელეა, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პოლიტიკური პროცესების გამო, თუ ამასთან მივედით მართლა, ეს იქნება მსოფლიო დემოკრატიაში ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა, რომ ამაზე სერიოზულად დაიწყო ვინმე მსჯელობა”,- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics