|
2023-05-01 15:05:29, 751 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - უნგრეთში კონფერენცია ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის ორგანიზებულია - ჰკითხეთ აშშ-ის ელჩს, არის ეს ფაშისტური ორგანიზაცია?
უნგრეთში კონფერენცია არის ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენცია. მე გირჩევდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჰკითხოთ, არის თუ არა ეს ფაშისტური ორგანიზაცია, როგორც თქვენ ამას უწოდებთ. თქვენ რეიგანს, ბუშს, დონალდ ტრამპს უწოდებთ ფაშისტ პრეზიდენტებს? - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის CPAC-ში მიწვევას. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო იყენებს ყველა ფორმას იმისთვის, რომ ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაცია ჰქონდეს. "ოპოზიციისგან მოვისმინეთ ეს შეფასებები, რომ თითქოს ფაშისტურია, თითქოს ანტიდასავლურია, ანუ გამოდის, რომ ბუში, ტრამპი და რეიგანი ანტიდასავლელები არიან? ისინი იყვნენ მონაწილეები და მათ შორის, რონალდ რეიგანი დამფუძნებელ კონფერენციაზე გამოვიდა სწორედ ამ კონფერენციის. გირჩევდით, თუ გაინტერესებთ ამ კონფერენციის ისტორია და მისი პოზიციები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო წარმოდგენილია საქართველოში და ჰკითხოთ, რამდენად თვლის საელჩო, რომ ეს კონფერენცია ან ანტიდასავლურია, ან ფაშისტურია. რაც შეეხება ამ ღონისძიებას, ეს გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, ამერიკელ კონსერვატორების მიერ ორგანიზებული, სადაც მიწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყენებთ ყველა ფორმას და ფორუმს იმისთვის, რომ გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სპიკერების ჩამონათვალშია მოხსენიებული. CPAC-უნგრეთის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ძლიერები ვართ“. წინა ღონისძიება ორიენტირებული „ღმერთის, სამშობლოს, ოჯახის“ ღირებულებებზე იყო.
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)