|
2023-04-20 17:35:18, 485 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - საქართველოს მთავრობამ ნარჩენების მართვის ხუთწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა მიიღო
ნარჩენების მართვის სფერომ, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ჩამოყალიბდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ნარჩენების მართვის ხუთწლიანი (2022-2026 წწ) ეროვნული სამოქმედო გეგმა და ნარჩენების მართვის განახლებული ეროვნული სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს იმ ძირითად პრიორიტეტებს, რაზეც ქვეყანამ მუშაობა უნდა გააგრძელოს მომდევნო წლების განმავლობაში. პრიორიტეტებად განსაზღვრულია ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენცია, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვა და შეგროვებული ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)