|
2023-04-20 16:53:36, 657 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ველური ბუნების სააგენტო „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობს
„აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, რომელიც ხელს შეუწყობს ნადირობის მდგრადი სისტემის დანერგვას. ვფიქრობთ, მიმდინარე წლის ბოლომდე შევძლებთ აღნიშნული კანონპროექტის წარმოდგენასაც“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა, სახეობათა პოპულაციების კონტროლი, სოფლის მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო სივრცის შექმნა და მონადირეთა სერტიფიცირება, რის შედეგადაც შეიზღუდება ბრაკონიერობა. აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, 2022 წელს დაიწყო პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო", რომლის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა კანონზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“. აღნიშნული პროექტით გაძლიერდება ველური ბუნების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობები და ხელი შეეწყობა საქართველოს ველური ბუნების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)