20:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 17:36:34, 1480 ნახვა

ომი უკრაინაში
ლუკაშენკო - კონფლიქტის დასასრულებლად უნიკალური ვითარებაა, მსგავსი შეიძლება აღარც იყოს

ამჟამად არის უნიკალური ვითარება, როდესაც შესაძლებელია უკრაინაში კონფლიქტის დასრულება, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ჩინურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. 

ლუკაშენკოს თქმით, შესაძლოა ამგვარი სიტუაცია აღარც დადგეს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საკუთარ ეკონომიკას მთლიანად ომის ფუნდამენტზე გადააქცევს. 

"ახლა არის უნიკალური სიტუაცია (მე ამას ვხედავ და ინტუიციურად ვგრძნობ), როდესაც შესაძლებელია ამ კონფლიქტის დასრულება. სხვა მსგავსი შეიძლება არ იყოს. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ მომენტით, სანამ რუსეთი სრულად არ განათავსებს თავის ეკონომიკას და არ დააყენებს მას ომის ფუნდამენტზე. უნიკალური მომენტია”,- განაცხადა ლუკაშენკომ. 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიზანი, ბელორუსის ლიდერის თქმით, უპირველეს ყოვლისა, მისი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, "რათა არასოდეს იყოს რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის ნიშნები უკრაინის ტერიტორიიდან".

„რუსეთი დღეს მზადაა მშვიდობიანი მოგვარებისკენ გადადგას ნაბიჯები. ის ამას პირველივე დღეებიდან აკეთებს. მე მჯერა, რომ დასავლეთი და ამერიკელებმა აიძულეს კიევი არ ეწარმოებინა მოლაპარაკებები. რუსეთმა შესთავაზა მოლაპარაკება. პირველივე დღიდან ჩვენ ვიყავით ამ პროცესის მონაწილეები, მოვაწყვეთ, ვნახეთ“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. 

ბელარუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ადრე თუ გვიან ნებისმიერი ომი მშვიდობით მთავრდება და არც ახლაა გამონაკლისი. ერთადერთი საკითხია, რამდენი ადამიანი დაიღუპება და რისი სახელით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics