16:04 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 14:23:46, 1501 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა სვიატოგორსკში სამაშველო სამსახურის შენობას ცეცხლი გაუხსნეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სვიატოგორსკში საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ დონეცკის ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ Telegram-ზე დაწერა.

კირილენკოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი მაშველი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

"ღამით რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სვიატოგორსკს, შევიდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში. წინასწარი ინფორმაციით, 1 მაშველი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ეს არის მიზანმიმართული და ცინიკური თავდასხმა არა სამხედროებზე, არამედ მათზე, ვინც მშვიდობიან მოსახლეობას აქტიური საომარი მოქდებების დროსაც კი გადარჩენაში ეხმარება", - განაცხადა დონეცკის ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics