13:21 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 12:33:45, 1576 ნახვა

ომი უკრაინაში
კასიანოვი - პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა მარტივი ნადავლი იქნებოდა, თუმცა ის შეცდა

პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა მარტივი ნადავლი იქნებოდა, თუმცა ის შეცდა, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა თბილისში, ომის წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. 

როგორც კასიანოვმა კონფერენციაზე, სახელწოდებით  "რუსეთის აგრესია უკრაინაში: წინააღმდეგობის ერთი წელი" სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთი, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს დაშორდა და სრულ იზოლაციაშია, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება.

"პუტინის აგრესია არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ მიმდინარეობს. პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა მარტივი ნადავლი იქნებოდა, თუმცა ის შეცდა. დასავლეთი და ნატო ისეთი ერთიანი და ძლიერი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს. რუსეთი გლობალურად დაშორდა ცივილიზაციას და სრულ იზოლაციაშია. ის დაემსგავსა ირანსა და ჩრდილოეთ კორეას", - თქვა კასიანოვმა.

დროებითი რწმუნებულის განცხადებით, უკრაინაში ჩადენილი სამხედრო და ომის დანაშაულების გამო, რუსი ჯარისკაცებისა და პოლიტიკური რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.

"რუსეთმა ძალიან დიდი დანაკარგები განიცადა და ეს გრძელდება. მისი პროპაგანდა არმიის ძლევამოსილების შესახებ საბოლოოდ დაინგრა. რუსეთი იბრძვის დასახლებული პუნქტების, სკოლების, თეატრებისა და საავადმყოფოების წინააღმდეგ. ისინი მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ იყენებენ ფოსფორის ბომბებს. უკრაინაში რუსმა ჯარისკაცებმა ათასობით სამხედრო და ომის დანაშაული ჩაიდინეს. უკრაინულ მხარეს ყველა ფაქტი დადასტურებული აქვს. აუცილებლად დადგება რუსი სამხედროებისა და პოლიტიკური რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი. პარტნიორები შეიარაღებით გვეხმარებიან, რაც ჩვენი საერთო მტრის დამარცხებაში კიდევ უფრო გვეხმარება. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს!" - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics