23:53 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 09:10:05, 1384 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკა - ჩვენ გვაქვს უფლება, არ მოგვკლან საკუთარ სახლებში

ჩვენ გვაქვს უფლება, არ მოგვკლან საკუთარ სახლებში, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურ სესიაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკამ რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ომში უკრაინის გამარჯვება ადამიანის უფლებების გამარჯვებას ნიშნავს.

"უკრაინის გამარჯვება ნიშნავს ადამიანის უფლებების გამარჯვებას უკანონობაზე, წამებასა და ნგრევაზე. ამიტომ, სამართლიანობა უკრაინისთვის, არის სამართლიანობა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ გვაქვს უფლება, არ მოგვკლან საკუთარ სახლებში. თუმცა, უკანასკნელი ერთი წელია, უკრაინელებს კლავენ მთელი მსოფლიოს თვალწინ", - განაცხადა პირველმა ლედიმ.

გაერო-ს სპეციალურ სესიაზე ვიდეომიმართვისას ოლენა ზელენსკამ ბახმუტზე, კრამატორსკზე, მარიუპოლსა და დნიპროზეც ისაუბრა და აღნიშნულ ქალაქებში მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილ იერიშებს გაუსვა ხაზი. მისი თქმით,  უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ბახმუტში, დაახლოებით, 80 000 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი იქ 5 000-მდე ადამიანი, მათ შორის 150 ბავშვი დარჩა.

"ჰუმანიტარული დახმარებისა და წყლის მისაღებად ამ ადამიანებს ყოველდღიურად დაბომბვების ქვეშ უწევთ გადაადგილება, ისინი ყოველდღე იღუპებიან", - განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics