23:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 14:35:25, 1485 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი - ანტირუსული ეკონომიკური სანქციების ინიციატორები საკუთარ თავს სჯიან

ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი მის მიერ წამოწყებულ საომარ მოქმედებებში ისევ დასავლეთს ადანაშაულებს.

ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ დასავლეთმა დაიწყო „არა მხოლოდ სამხედრო და საინფორმაციო, არამედ ეკონომიკური აგრესია“ რუსეთის წინააღმდეგ .

”მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას არცერთ ამ სფეროში,” - ამბობს ის.

როგორც პუტინმა ფედერაციის საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დასავლეთმა საკუთარ ქვეყნებში ფასების ზრდის პროვოცირება მოახდინა, ქარხნების დახურვა, ენერგეტიკის სექტორის კოლაფსი, რაზეც მისივე თქმიკთ, თავის მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ დამნაშავე რუსები არიან.

”სანქციების ინიციატორები საკუთარ თავს სჯიან,” - თქვა მან. 

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქვეყნის მშპ-ს შემცირებულ მაჩვენებლებზე, თუმვა აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა არა დაინგრევა, არამედ მისი რესტრუქტურიზაცია განხორციელდა და რუსეთი კვლავ აწარმოებს ბიზნესს მსოფლიოს ბევრ რეგიონთან.

ცნობისთვის, დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა პარლამენტის გაერთიანებულ პალატას სიტყვით მიმართა. 2021 წლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი ფედერაციის საბჭოს წინაშე სიტყვით პირველად გამოვიდა.  

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics