23:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 13:57:24, 1448 ნახვა

ომი უკრაინაში
„ომი მათ დაიწყეს, ჩვენ ძალა გამოვიყენეთ მის შესაჩერებლად“ - 2021 წლის შემდეგ პირველად, პუტინმა დუმას სიტყვით მიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა პარლამენტის გაერთიანებულ პალატას სიტყვით მიმართა. 2021 წლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი ფედერაციის საბჭოს წინაშე სიტყვით პირველად გამოვიდა.  

პუტინმა გამოსვლისას ადგილობრივი ბიუროკრატიის შესახებ ისაუბრა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ომში დაღუპულთა ახლობლებს და გამოაცხადა სპეციალური ფონდი მათი ნათესავების დასახმარებლად. 

რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა „სამხედრო ჟურნალისტებს“, რომლებიც, მისი თქმით, „სიცოცხლეს რისკავენ, რათა სიმართლე უთხრან მთელ მსოფლიოს“.

პუტინმა ასევე მიმართა „ანექსირებული უკრაინის ტერიტორიის“ მოქალაქეებს. გასული წლის ბოლოს უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებულ რეგიონებში გამართულ რეფერენდუმებზე საუბრისას პუტინმა თქვა:

"განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მოქალაქეებს. თქვენ თვითონ განსაზღვრეთ თქვენი მომავალი. თქვენ გააკეთეთ ეს არჩევანი ნაცისტების ტერორის მუქარის მიუხედავად. თქვენს გვერდით სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა და თქვენ გააკეთეთ არჩევანი, იყოთ რუსეთთან ერთად". 

ვლადიმერ პუტინმა ასევე მადლობა გადაუხადა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ვინც დღეს უკრაინაში იბრძვის. ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის მტკიცებით, "ომი მათ დაიწყეს, ჩვენ კი ძალა გამოვიყენეთ მის შესაჩერებლად"

”ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა”, - ამბობს პუტინი, რომ 2022 წლის თებერვალში ”ყველაფერი მომზადდა” 

„ეს ყველაფერი სრულიად ეწინააღმდეგებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტებს. მინდა გავიმეორო, მათ დაიწყეს ომი, ჩვენ კი ძალა გამოვიყენეთ მის შესაჩერებლად“, - ამბობს პუტინი.

მისივე თქმით, დასავლეთის მიზანია შეუზღუდავი ძალის მოპოვება. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics