00:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 23:05:12, 867 ნახვა

სამართალი
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ევროპის საბჭოს (COE) მხარდაჭერით, პროკურორების, ადვოკატებისა და მოსამართლეების მონაწილეობით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს  (Bench & Bar) კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეებმა განიხილეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. კერძოდ, პროკურორებმა და ადვოკატებმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს თუ როგორ უნდა განემარტოთ ნაფიც მსაჯულებს სასამართლო სხდომაზე გამოსაყენებელი კანონი, რა გარემოებები გაითვალისწინება მსაჯულთა შერჩევისას აცილების თაობაზე შუამდგომლობის გადაწყვეტის დროს და რა ხარვეზები გამოიკვეთა მსაჯულთა წინაშე მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში.

შეხვედრის მიმდინარეობისას საქართველოს გენერალური პროკურატურის  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით ასათიანმა ხაზი გაუსვეს პროგრესს, რომელიც ამ მიმართულებით მართლმსაჯულების სისტემას აქვს და მადლობა გადაუხადეს ევროპის საბჭოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რა დროსაც აღინიშნა ის ცალკეული საკითხები, რომლებთა გადაწყვეტის მიზნით აუცილებელია სამივე უწყების აქტიური და ინტენსიური თანამშრომლობა.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics