|
2022-10-10 14:18:50, 1225 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო - უკრაინის პრეზიდენტს გადაეცით, რომ თუკი შეგვეხებიან, ყირიმის ხიდი ყვავილებად მოეჩვენებათ
ისინი ახლა ყველასთან საბრძოლველად მზად არიან, - ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ყირიმის ხიდზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები "ტერორისტული საფრთხის დონის" მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. როგორც თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, ბელარუსი არ დაუშვებს "რუსებს ზურგში სროლას". ”უკრაინის პრეზიდენტს და სხვა გიჟებს, თუ ისინი ჯერ კიდევ იქ არიან, გადაეცით, რომ ყირიმის ხიდი მათ ყვავილებად მოეჩვენებათ, თუკი თავიანთი ბინძური ხელებით ჩვენი ტერიტორიის ერთ მეტრს მაინც შეეხებიან",- თქვა ლუკაშენკომ.
"ეს არის თქვენი ფუნქცია, ჩათვალეთ ეს თქვენთვის ბრძანებად" , - მიმართა სახელმწიფოს მეთაურმა სამხედრო და უსაფრთხოების ძალებს. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)