|
2022-10-10 12:26:10, 1222 ნახვა
მსოფლიო
კულება - პუტინი ტერორისტია, რომელიც რაკეტებით საუბრობს
პუტინი ტერორისტია, რომელიც რაკეტებით საუბრობს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს. როგორც კულებამ Twitter-ზე დაწერა, უკრაინის ქალაქების მასიური დაბომბვა მეტყველებს იმაზე, რომ პუტინის ერთადერთი ტაქტიკა მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ ტერორია. "მრავალი რუსული სარაკეტო დარტყმა უკრაინაში. პუტინის ერთადერთი ტაქტიკა არის ტერორი უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე, მაგრამ ის უკრაინას ვერ დაანგრევს. ეს ასევე არის პასუხი მათთვისაც, ვისაც სურს მასთან მშვიდობაზე საუბარი - პუტინი არის ტერორისტი, რომელიც რაკეტებით საუბრობს", - წერს კულება. შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)