|
2022-10-10 10:47:47, 1240 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი - რუსეთმა ყირიმის ხიდზე მომხდარ ტერაქტს ტერორისტების განადგურებით უნდა უპასუხოს
რუსეთმა ყირიმის ხიდზე მომხდარ ტერაქტს ტერორისტების განადგურებით უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მედვედევის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ხიდი კიევის "კრიმინალურმა რეჟიმმა" ააფეთქა. "რუსეთს შეუძლია ამ დანაშაულს მხოლოდ ტერორისტების უშუალო მკვლელობით უპასუხოს, როგორც ეს მსოფლიოში ხდება. ამას ელიან რუსეთის მოქალაქეები... ეს იყო ტერორისტული აქტი და დივერსია, რომელიც ჩადენილი იყო კიევის კრიმინალური რეჟიმის მიერ. ამაში ეჭვი არავის შეაქვს. არსებობს ანგარიში და გაკეთდა დასკვნები", - ამბობს მედვედევი. შეგახსენებთ, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. მედიაში გვრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)