12:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 22:09:19, 1046 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული, თქვენ მარტო არ ხართ

ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული. - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით არ არის მარტივი არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მაგრამ საქართველო მარტო არ არის.

"ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული... პერსპექტივა ძალიან ნათელია. როდესაც საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პოლიტიკური კულტურა, ინკლუზიურობა, დემოკრატიის პრინციპების, სამართლის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების პრინციპებზე, ეს ყველაფერი ჩვენი საფუძემდებლო პრინციპებია. საქართველომ გადაწყვიტა შეუდგეს ევროპულ გზას და ეს პასუხისმგებლობა იკისროს და ახლა აქტუალურია რომ ეს დანაპირები შესრულდეს... არ არის მარტივი. განსაკუთრებით არ არის მარტივი არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მაგრამ თქვენ მარტონი არ ხართ, ევროკავშირი და ყველა ევროპული ინსტიტუტი თქვენთანაა და თქვენს დასახმარებლად მზადაა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics