|
2022-09-06 15:26:13, 923 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე ოპოზიციას - ჩვენ თუ არ დავარქმევთ ყველაფერს თავის სახელს, დასავლელ მეგობრებს რას ვთხოვთ?
პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და ოპოზიციას აკრიტიკებს. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ოცნებას „მთავრობად“ მოიხსენიებს და ამით მათ ლეგიტიმაციას ანიჭებს. "Economic Policy Research Center-ის კონფერენციას ვესწრები ორი დღეა უამრავი ხალხია ჩამოსული, აშშ-დან და ევროპიდან, პილიტიკოსები, ექსპერტები, სხვდასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, სადღაც მაინც ვლაპარაკობთ უკრაინასთან ბმაში საქართველოს პრობლემებზე დღეს ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პანელური დისკუსია იყო ბევრი რამე ითქვა ისეთი, რასაც ვეთანხმები მაგრამ 1. არ ახსენებენ ან საკმარისად ხაზგასმით არ ახსენებენ იმას რომ ამ ქვეყანაში არჩევანის უფლება წაგვართვეს, როცა არჩევნები მიიტაცეს 2. არ ახსენებენ რომ უზურპატორები გვმართავენ 3. ოცნებას მოიხსენიებენ ‘მთავრობად’, თითქოს ამათ რაიმე ლეგიტიმაცია ჰქონდეთ ჩვენ თუ არ დავარქმევთ ყველაფერს თავის სახელს, დასავლელ მეგობრებს რას ვთხოვთ? ფუნდამენტური ამბავი მგონია ეს რეალობას შეგუებულის შთაბეჭდილება რჩება მაყურებელს და შეგუებული ვერ ცვლის რეალობას This is the way!" - წერს Facebook-ზე ჯაფარიძე. .
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)