13:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 13:58:26, 796 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის დროსაც რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია

ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, რომელსაც არცერთხელ არ ჰქონია ომი,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მუქარას.

კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ ბევრად მეტი რუსი იყო, თუმცა საფრთხე არ შექმნილა.

" რუსების საქართველოში უკონტროლო შემოდინება არ ხდება. ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. მთელი ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს ასე იყო. რამდენიმე წლის წინ რუსების რაოდენობა საქართველოში სამჯერ მეტი იყო, ვიდრე ახლა, თუმცა, ისიც კონტროლდებოდა. რა თქმა უნდა, რუსეთისგან ქვეყანას საფრთხები აქვს. 10 წელია იმით ვართ დაკავებული, რომ ქვეყანა ზოგადად საგარეო და მათ შორის, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებისგან დავიცვათ. წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, ჩვენ ამას ვახერხებთ. ყველა წინა ხელისუფლებას ჰქონდა ომი. ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, რომელსაც არცერთხელ არ ჰქონია ომი და რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდებით და ვეცნობით. აგრეთვე, გვაქვს სახელმწიფოებრივი და პრაგმატული პოლიტიკა და ეს ყველაფერი ამის შედეგია," - აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია. შესაბამისი ბრძანებულება და კონცეფციის ტექსტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე. რაც შეეხება საქართველოს და მათ შორის ლატვიასთან, ლიტვასთან, ესტონეთთან და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics