15:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 15:47:30, 942 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი პრეზიდენტზე - აგდებულად გვიხსენიებს, არ დაავიწყდეს ვის მიერ არის არჩეული

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "სამართლებრივადაც და ადამიანურადაც, იყო მიუღებელი".

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციური ორგანოს წევრებს "აგდებულად მოიხსენიებს და  არ უნდა დაავიწყდეს ვის მიერ არის არჩეული".

"საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, რბილად რომ შევაფასოთ, სამართლებრივადაც და ადამიანურადაც, იყო მიუღებელი. სამწუხაროდ, მან დღემდე ვერ ისწავლა კონსტიტუციაში მისი კონკრეტული ფუნქციები, ყოველი მისი განცხადების დროს, მისი განცხადება არამხოლოდ არ ემთხვევა კონსტიტუციაში მის ფუნქციებს, არამედ დეესკალაციისკენ კი არა, ესკალაციისკენ არის მიმართული. ამ განცხადებით, რომ ერთი კონსტიტუციური ორგანო, მეორეს წევრებს აგდებულად მოიხსენიებს და ვერც დაითვალა  სამი გავიდა თუ ოთხი, აქაც ან ეშლება და აგდებულად იხსენებს, მას არ დაავიწყდეს ვის მიერ არის არჩეული",- განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნებიდან" წასულ დეპუტატები "რაღაც სამეული, ოთხეული, თუ ვიღაცეებად" მოიხსენია და დასძინა, რომ "წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან და მათ უნდა გაემიჯნოს პრემიერი და უმრავლესობა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics