16:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-30 14:31:37, 1253 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნდა ოპოზიციას იმის წარმოდგენა, რომ რეკომენდაციებს შევასრულებთ

ოპოზიციური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს და ახალი სიტყვა გამოიგონეს - მრავალწახნაგოვნება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იმისთვის ხდება, რომ „დესტრუქციული ქმედებები და ე.წ. პროტესტი ქუჩაში გამართლდეს“.

„ოპოზიციური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს და ახალი სიტყვა გამოიგონეს - მრავალწახნაგოვნება. ეს იმისთვის, რომ თან აქ მოვიდნენ და თან მათი დესტრუქციული ქმედებები და ე.წ. პროტესტი გამართლდეს ქუჩაში. ხედავენ, რომ მმართველი გუნდის მიერ წარმოებული პროცესი იგივე გრაფიკში ზის, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ათეულობით შეხვედრა გაიმართა აგვისტოში, რამაც უზრუნველყო გეგმის ამ ეტაპამდე მოყვანა და დედლაინის შესაბამისად წარმართვა. მათ აშფოთებთ, რომ ყველა რეკომენდაცია დათქმულ ვადაში სრულდება და ეს არ აწყობთ. მათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნდათ იმის წარმოდგენა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ რეკომენდაციები შესრულდება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ისინი აწარმოებენ საბოტაჟს და ამას როგორ შეფუთავენ, ეს არის პიარული საკითხი და აქაც კი სუსტები არიან“,- განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics