|
2022-06-22 13:17:55, 1096 ნახვა
საზოგადოება
Bloomberg - ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse Group- ის ყოფილი ბანკირის თაღლითობის შედეგად, დაახლოებით 607 მილიონი დოლარი დაკარგა
ქართველმა მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse Group AG- ის ყოფილი ბანკირის თაღლითური სქემის შედეგად,დაახლოებით 607 მილიონი დოლარი დაკარგა,- წერს გამოცემა Bloomberg. მედიის ინფორმაციით, ბერმუდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჰარგუნმა სამი თვის წინ ზარალი 553 მილიონი დოლარით შეაფასა. ახალი შეფასებით კი, ივანიშვილის ზარალი მარტში 10%-ით მეტია. Credit Suisse Life -ის შესახებ მოსამართლემ განმარტა, რომ ბანკის განყოფილებამ "თვალი დახუჭა" თაღლითის, პატრიკ ლესკოდრონის დანაშაულზე. თავის მხრივ ბანკი ირწმუნება, რომ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა, თაღლითურ საქმიანობას მალავდა. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან 2011 წელს დაიწყო, როდესაც ის კერძო საბანკო სფეროში კლიენტი იყო. სწორედ, მაშინ გახდა ცნობილი რომ ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან. ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიაში რამდენიმე საჩივარი შეიტანა და „კრედიტ სუისის“ ბერმუდის შვილობილ კომპანიას უჩივლა. Credit Suisse-ი, დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი იყო წარმატებული თაღლითი ოპერატორი, რომელიც 2018 წელს სისხლის სამართლის წესით დამნაშავედ ცნეს და 2020 წელს ვადამდელი გათავისუფლების შემდეგ, თავი მოიკლა. ლესკოდრონის წინააღმდეგ შვეიცარიაში წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადგინდა, რომ ბანკი დამნაშავე მხარე იყო.
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)