|
2022-04-26 10:35:13, 2351 ნახვა
ომი უკრაინაში
ოლექსი არესტოვიჩი - რუსეთის ქალაქებში მასიური ხანძრები პარტიზანული ომის დაწყების მტკიცებულებაა
რუსეთის ქალაქებში მასიური ხანძრები შეიძლება პარტიზანული ომის დაწყების მტკიცებულება იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა Feigin Live-თან ინტერვიუში განაცხადა. არესტოვიჩის თქმით, ბოლო დროს რუსეთში თავდასხმები სამხედრო აღრიცხვის ოფისებზე ხდება რაც, შესაძლოა პარტიზანული ომის დაწყებაზე მიუთითებდეს. „უცნობია რა ხდება ახლა რუსეთში. უსურიისკში სამხედრო ბაზა იწვის, სამხედრო აღრიცხვსი ოფისები, სამხედრო უნივერსიტეტები, რამდენიმე საწყობი, გუბერნატორების სახლები. მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო,“ - აღნიშნა არესტოვიჩმა. გარდა ამისა არესტოვიჩმა აღნიშნა ისიც, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში ახალწვეულებისა და რეზერვისტების პერსონალური მონაცემები ინახება. შეგახსენებთ, რომ 25 აპრილის ღამეს რუსეთის ქალაქ ბრაიანსკში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდ, რომლის ლოკალიზებაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)