|
2022-04-25 18:21:33, 4426 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერო - ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 2665 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 3053 კი დაშავდა
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ 25 აპრილის მონაცემებით, უკრაინაში მიმდინარე ომს 2665 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 3053 კი დაშავდა. გაერომ ასევე დაადასტურა 67 ბავშვის დაღუპვა. გაეროს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის ცნობით, სავარაუდოა, რომ უკრაინაში დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალია, თუმცა შეიარაღებული კონფლიქტის ვითარებაში, მონაცემების დროული დაზუსტება ვერ ხდება. „სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა ფართო ზემოქმედების მქონე ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებას ემსხვერპლა მათ შორის მძიმე არტილერიასა და მრავალჯერად სარაკეტო დაბომბვას."- აღნიშნულია გაეროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გაეროს ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოქმედების გამო, ორგანიზაციას არ შეუძლია ინციდენტების ადგილების მონახულება და ადგილზე დაზარალებულთა და მოწმეთა გამოკითხვა. მიმდინარე განახლებაში წარმოდგენილი სტატისტიკა ეფუძნება ინდივიდუალურ სამოქალაქო ჩანაწერებს, რომელშიც დაკმაყოფილებულია მტკიცების სტანდარტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)