|
2022-04-25 17:02:40, 1600 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ვიცე-პრემიერი: სამწუხაროდ, დღეს აზოვსტალიდან ჰუმანიტარულ დერეფნებზე შეთანხმება არ მომხდარა
უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ დღეს აზოვსტალთან ჰუმანიტარული დერეფნების შეთანხმება არ არსებობს. ამის შესახებ მან ტელეგრამის არხზე დაწერა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჰუმანიტარული დერეფანი იხსნება ორი მხარის შეთანხმებით. ცალმხრივად გამოცხადებული დერეფანი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და შესაბამისად, ფაქტობრივად, არ არის ჰუმანიტარული დერეფანი. "დღეს რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არის დერეფანი აზოვსტალის გასასვლელად მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ასე რომ, მე ოფიციალურად და საჯაროდ ვაცხადებ: სამწუხაროდ, დღეს აზოვსტალიდან ჰუმანიტარულ დერეფნებზე შეთანხმება არ არსებობს“, - განაცხადა ჩინოვნიკმა. მისივე თქმით, უკრაინა ითხოვს, რომ ჰუმანიტარულ სვეტში იყვნენ გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ მზად არის ჰუმანიტარული დერეფნისთვის აზოვსტალიდან ის ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან იმუშავებს და გათვლილი იქნება "მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)