|
2022-04-25 14:57:04, 1512 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვრევა- გამორიცხული არაა, რომ რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენოს
რუსეთი არ აპირებს გეგმეგმის მიტოვებას ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, აზოვსტალის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინისთავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს. დაზვერვის თანახმად, რუსეთის ხელმძღვანელობა გეგმავს დაბომბვასა და სარაკეტო დარტყმას მომწამვლელი სამხედრო ნივთიერებების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით. გარდა ამისა, დაზვერვის ოფიცრები მიიჩნევენ, რომ რუსეთი უკვე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას უკრაინაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის სავარაუდო არსებობის შესახებ, როგორც კრემლის გეგმის დამატებით დასტურს ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. “ოკუპანტები უკვე ეძებენ და ამოწმებენ სამხედრო მომწამვლელი ნივთიერების საბრძოლო მასალის (ცილინდრების) შესაძლო შესანახ ადგილებს.”- აღნიშნულია დაზვრევის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რო მანამდე უკრაინულმა დაზვერვამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება გეგმავდა ეროვნული გვარდიისა და FSB-ის ნაწილების გაგზავნას აზოვსტალში,უკრაინელი დამცველების პოზიციებზე შტურმისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)