|
2022-04-25 12:17:04, 1455 ნახვა
ომი უკრაინაში
ანტონი ბლინკენი: დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იქნება, ვიდრე პუტინი - სცენაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა, ვოლოდიმირ ზელენსკთან ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი "უკრაინაში მარცხდება" და "უკრაინა წარმატებას მიაღწევს". "რუსეთი ცდილობდა წაერთმია (უკრაინის) სუვერენიტეტი, ჩამოერთვა დამოუკიდებლობა. ეს ვერ მოხერხდა. ის ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი სამხედრო ძალები, მისი ეკონომიკა. ჩვენ, რა თქმა უნდა, საპირისპიროს ვხედავთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება დანარჩენი ომი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იქნება გარშემო, ვიდრე ვლადიმერ პუტინი იქნება სცენაზე“, - ამბობს ბლინკენი. ცნობისთვის, ანტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი კვირას კიევში შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა უკრაინელ ოფიციალურ პირებს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მან და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დაახლოებით სამი საათი გაატარეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მის უფროს გუნდთან დედაქალაქ კიევში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)