|
2022-04-25 10:00:07, 1980 ნახვა
ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინს ჯო ბაიდენთან შეხვედრა სურს და იმედოვნებს, რომ აშშ-სთან „პირდაპირ დიალოგს“ განაახლებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია და შეერთებული შტატები „პირდაპირ დიალოგს“ განაახლებს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო RBC იტყობინება. გამოცემის ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა გამოთქვა სურვილი, რომ მომავალ კვირას, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ჟენევაში შეხვდება. იგი ასევე მოელის, რომ „შექმნას მექანიზმები“ ურთიერთქმედების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა სტრატეგიული სტაბილურობა, რეგიონული კონფლიქტების მოგვარება, გლობალური ეკოლოგია, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა. „[მოგვიწევს] აღვადგინოთ ჩვენი პირადი კონტაქტები, ურთიერთობები, დავამყაროთ პირდაპირი დიალოგი, შევქმნათ რეალურად მოქმედი მექანიზმები იმ სფეროებში, რომლებიც წარმოადგენს ორმხრივ ინტერესებს – ასეთი არსებობს, ამაზე უკვე ვისაუბრე“, - განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, პუტინსა და ბაიდენს ჰქონდათ სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც აშშ-ს პრეზიდენტმა შესთავაზა პირადად შეხვედროდნენ, რასაც რუსული მხარე დათანხმდა. შედეგად, სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრის ადგილად ჟენევა აირჩიეს. სამიტი 16 ივნისს არის დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)