|
2022-04-24 18:05:34, 3025 ნახვა
ომი უკრაინაში
რომის პაპი - შეჩერების ნაცვლად, ომი გაუარესდა და ამ საზეიმო დღეებში უფრო მეტად გვესმის იარაღის მკვლელი ხმაური
რომის პაპმა ფრანცისკემ გამოიყენა მართლმადიდებლური აღდგომის შაბათ-კვირა და კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს უკრაინაში სააღდგომო ზავის დადების შესახებ, რათა შემსუბუქდეს "დაქანცული ხალხის ტანჯვის". წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს შორის უკრაინის დროშა ფრიალებდა, სადაც რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა გაიხსენა, რომ ბრძოლა ორი თვის წინ, 24 თებერვალს დაიწყო. "შეჩერების ნაცვლად, ომი გაუარესდა. ეს არის ახლა, როდესაც ქრისტიანებისთვის ამ უწმიდეს და საზეიმო დღეებში ჩვენ უფრო მეტად გვესმის იარაღის მკვლელი ხმაური, ვიდრე ზარების ხმა, რომლებიც აცხადებენ აღდგომას... კვლავ მოვუწოდებ სააღდგომო ზავის შესახებ, ეს მშვიდობისთვის მზაობის ყველაზე მცირე ხელშესახები ნიშანია. შეაჩერეთ თავდასხმები, რათა შემსუბუქდეს დაქანცული ადამიანების ტანჯვა,"- განაცხადა რომის პაპმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)