11:47 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-24 15:04:46, 2619 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - დარწმუნებული ვართ, რომ ზელენსკი ომში გაიმარჯვებს

დარწმუნებული ვართ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ომში გაიმარჯვებს,- ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა BBC-სთან ომის შესახებ საუბრისას განაცხადა.

”დარწმუნებული ვართ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ომში გაიმარჯვებს. ეს იქნება უკრაინის გამარჯვება, ეს იქნება რუსეთის სტრატეგიული დამარცხება”, - განაცხადა პრაისმა.

კითხვაზე, აწვდიდნენ თუ არა აშშ და მისი მოკავშირეები საკმარის მძიმე იარაღს, პრაისმა უპასუხა: „რაც ჩვენ გავაკეთეთ არის ის, რაც ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს სჭირდებათ რუსული აგრესიის თავიდან ასაცილებლად“.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ კიევში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ანტონი ბლინკენსა და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს ვიზიტს ელოდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics