|
2022-04-24 10:34:04, 1413 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონი - ჩვენ უზრუნველვყოფთ მათთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას
ჩვენ უზრუნველვყოფთ მათთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას. - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ავრცელებს. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის მზად არის დაეხმაროს უკრაინას და რუსეთმა თავის ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს. " პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე, რათა მისთვის განახლებული ინფორმაცია მიმეწოდებინა იმ ნაბიჯებზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად გადადგამს. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას, მათ შორის უკრაინას გადავცემთ ჯავშანმანქანებს. რუსი სამხედროების წინააღმდეგ ახალი სანქციებიც დავაწესეთ. აგრეთვე, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ჩვენი საელჩო კიევში განაახლებს მუშაობას. დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებების მოპოვებაშიც ეხმარება. რუსეთმა თავის ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს." - განაცხადა ჯონსონმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)