|
2022-04-18 15:43:44, 2233 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კიევი აღდგომის ღამეს უკრაინის ეკლესიების დაბომბვას გეგმავს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კიევი აღდგომის ღამეს უკრაინის ეკლესიების დაბომბვას და პროვოკაციის მოწყობას გეგმავს,- ამის შესახებ ორშაბათს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა. „ხელმისაწვდომი სანდო ინფორმაციის თანახმად, კიევის რეჟიმი, რიგი დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ოდესის, სუმისა და ხარკოვის რაიონებში უამრავი მსხვერპლით,ამაზრზენ პროვოკაციებს ამზადებს“, - განაცხადა მიზინცევმა, რომელიც რუსეთის უწყებათაშორის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობს. გენერალ-პოლკოვნიკის თქმით, პროვოკაციების განსახორციელებლად ბატალიონებიდან 70-ზე მეტი მობილური ჯგუფი შეიქმნა ფურგონებითა და მაღალი გამავლობის მანქანებით, რომლებიც აღჭურვილია ნაღმტყორცნებით (ე.წ. „მოხეტიალე ნაღმტყორცნებით“). „[ჯგუფები შეიქმნა] დავალებით აღდგომის ღამეს (2022 წლის 23 აპრილიდან 24 აპრილამდე) მართლმადიდებლური ტაძრებისა და ეკლესიების დაბომბვის მიზნით. რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ შემდგომი ბრალდება ამ წმინდა დღესასწაულზე მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა იქნება." რუსეთის ფედერაციის თავდაცვის კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ კიევი გეგმავს დასავლელი რეპორტიორების შეკრებას. "უკრაინის ხელისუფლების მოახლოებული პროვოკაციები მეტყველებს მათ სრულ გულგრილობაზე საკუთარი მოქალაქეების ბედის მიმართ", - ხაზგასმით აღნიშნა მიზინცევმა. „ჩვენ წინასწარ ვაფრთხილებთ „ცივილიზებული დასავლეთის“ ქვეყნებს, შეერთებული შტატების მეთაურობით, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს ოპერატიული მტკიცებულების ბაზა კიევის რეჟიმის მხრიდან მოსალოდნელი საშინელი დანაშაულების შესახებ. მოვუწოდებთ გაერო-ს, ეუთოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაუყონებლივ გავლენა მოახდინონ კიევის რეჟიმზე, რათა თავიდან აიცილონ ეს არაადამიანური პროვოკაცია, რომელიც უგულებელყოფს ზნეობის ყველა ნორმებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს."- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)