|
2022-01-04 14:42:26, 1772 ნახვა
ეკონომიკა
კობა გვენეტაძე - დღეს ინფლაცია, პანდემიასთან ერთად, გლობალური გამოწვევაა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ქვეყანაში არსებულ ინფლაციის "რეკორდულ" მაჩვენებელთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს „რიცხვების წვალებას“, არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას". როგორც გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ინფლაცია, პანდემიასთან ერთად, გლობალური გამოწვევაა. „ეს პოსტი არ არის მაღალი ინფლაციის ნეგატიურ გავლენაზე, რის შესახებაც ეროვნულ ბანკსაც არაერთხელ უსაუბრია. ისიც ვთქვით, რომ დეკემბრის თვეში წლიური ინფლაციის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდებოდა და ამის მიზეზებსა და გავლენის შესარბილებლად ეროვნული ბანკის ღონისძიებებზეც არაერთხელ ვისაუბრე. პოსტი ე.წ. „რიცხვების წვალებას“, არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ეხება: თითქოს 2021 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია ბოლო 26 წლის რეკორდულ ნიშნულზეა. ინფლაციის სტატისტიკის ასე წარმოდგენა, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა ან რაც გაცილებით უარესი - მოსახლეობის შეცდომაში შეგნებულად შეყვანის მცდელობაა. წლიური ინფლაციის განსაზღვრება არის მიმდინარე წლის რომელიმე თვეში ფასების დონის პროცენტული ცვლილება წინა წლის იმავე თვის ფასების დონესთან შედარებით. მარტივად რომ ვთქვათ, წლიური ინფლაცია გვიჩვენებს, თუ რამდენად გაიზარდა ფასების საერთო დონე ბოლო ერთი წლის მანძილზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ თვეში ვითვლით მას. ცნება „ზუსტად ერთი წლის წინ“ არსებობს როგორც დეკემბერში, ისე მარტში ან ივლისში. ელემენტარული და საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ წლიურ ინფლაციას ეკონომისტები უყურებენ ყოველთვე და არა მხოლოდ დეკემბერში. მიზეზი მარტივია: მოსახლეობა სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქტებს მხოლოდ დეკემბერში არ მოიხმარს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსახლეობისთვის მაღალი წლიური ინფლაცია ტვირთია, როგორც დეკემბერში, ისე მაისსა ან ივლისში. კერძოდ, 2006 წლის ივლისში, ისევე როგორც 2011 წლის მაისში წლიური ინფლაცია იმაზე მაღალი იყო, ვიდრე 2021 წლის დეკემბერში (იხილეთ დიაგრამა). ასევე არასწორია იმის თქმა, რომ დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, წლიური ინფლაციის მატებამ მოლოდინებს გადააჭარბა. ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულიდან უსვამდა ხაზს იმ მარტივ არითმეტიკულ ეფექტს, რაც კომუნალური გადასახადების სუბსიდიას და მის შემდგომ გაუქმებას მოჰყვებოდა. შარშან მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის არაერთ რელიზში აღგვინიშნავს, რომ 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაცია მაღალი იქნებოდა და შემდეგ დაიწყებდა შემცირებას. და არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ინფლაცია, პანდემიასთან ერთად, გლობალური გამოწვევაა”, - წერს კობა გვენეტაძე.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)