13:32 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 20:36:26, 691 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ხმალაძე - უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება რიგითობის პრინციპით მოხდება

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება 2022 წლიდან ეტაპობრივად მოხდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია იუწყება.

უწყების ცნობით, ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს აღნიშნა, მომავალ წელს ფართებით 65 ოჯახი დაკმაყოფილდება. ერთ ოჯახზე კი საშუალოდ, 25 000 აშშ დოლარია გათვალისწინებული.

„2022 წელს გათვალისწინებულია 65 ოჯახის დაკმაყოფილება ბინით. ერთ ოჯახზე საშუალო დანახარჯი  25 000 აშშ დოლარი გამოდის. შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში იყოს მეტი, შეიძლება იყოს ნაკლები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაეცემა უსახლკაროს სტატუსის მატარებელს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

„რაც შეეხება თანმიმდევრობას, ვიცე-მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტი აპირებს, რომ უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება რიგითობის პრინციპით მოხდეს.

ირაკლი ხმალაძემ აქვე, დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და აღნიშნა, რომ თუ მათ ექნებათ სხვა იდეა, აუცილებლად წარმოადგინონ და შეიძლება პროგრამაში გარკვეული ცვლილები შევიდეს.

„რაც შეეხება თანმიმდევრობას, ჩვენი მოსაზრება ასეთია: ხალხს უსახლკაროს სტატუსი აქვს მინიჭებული, რასაც თავისი თარიღები გააჩნია. შესაბამისად, რიგითობის პრინციპით ვფიქრობთ წასვლას, თუმცა, თუ სხვა მოსაზრება გაქვთ, მოგვაწოდეთ თქვენი იდეები. ჩვენ ამაზე ღიად ვიმსჯელებთ, შევიტანთ ცვლილებას და გარკვეულ ფაქტორებსაც გავითვალისწინებთ. შეიძლება მოხდეს პრიორიტეტების შემოღება ან დავადგინოთ გარკვეული გამონაკლისი, რომ თანმიმდევრობა სამართლიანი იყოს“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics