16:41 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 12:34:21, 658 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და Sweeft Digital-ის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებისა და პერსონიზებული გამოცდილების შექმნის მიზნით, ციფრული ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ციფრული საბანკო პროდუქტების გამრავალფეროვნებისა და მომსახურების დახვეწის მიზნით, საქართველოს ბანკისა და Sweeft Digital-ის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. ქართული საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანიისა და ბანკის კოლაბორაცია დისტანციური სერვისებისა და პროდუქტების კიდევ უფრო დახვეწას მოიცავს.

„Sweeft Digital, როგორც ქართველ, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და დეველოპერების მომსახურებას სთავაზობს. Sweeft-ის მაღალკვალიფიციური კადრების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ბანკთან კოლაბორაცია და ერთად საუკეთესო სერვისს ვქმნით მომხმარებლებისთვის“, - განაცხადა Sweeft Digital-ის დამფუძნებელმა,  ვახო თურნავამ.

„საქართველოს ბანკი აგრძელებს საქმიანობაში ციფრული ინოვაციების ინტეგრირებას და იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, რასაც ციფრული ტექნოლოგიები გვთავაზობს. გრძელდება ჩვენი პარტნიორობაც Sweeft Digital-თან, იმისათვის, რომ მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენს მომხმარებელთან და მათ მაქსიმალურად პერსონიზებული მომსახურება შევთავაზოთ. თანამშრომლობის ფარგლებში, Sweeft-ის პროფესიონალ გუნდთან ერთად, უკვე არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება. მოხარული ვართ, რომ Sweeft-ის მხარდაჭერით გვაქვს წვდომა სწორედ იმ ადამიანურ რესურსზე, რომელიც ქვეყანაში საუკეთესო ციფრული საბანკო პროდუქტების შექმნაში გვეხმარება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ქართული საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია Sweeft Digital-ი ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებთან და მათ ისეთ სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა: აპლიკაციების შექმნა, ვებ-დეველოპმენტი, დიდი კომპანიების ავტომატიზაციის პროგრამებით და საკუთარი პროფესიონალი კადრით (პროგრამისტებით, დიზაინერებით, ანალიტიკოსებით და ა.შ.) უზრუნველყოფა და სხვა.  დღეს, Sweeft-ი ესპანური საერთაშორისო კომპანია MAKING SCIENCE-ის ქოლგის ქვეშ ერთიანდება, 300-მდე ადამიანს ასაქმებს და 3 წლის განმავლობაში 1,200-მდე ქართველ დეველოპერს საერთაშორისო პროექტებზე დაასაქმებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics