16:45 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 11:30:34, 604 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ახალ კლინიკას გახსნის

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ფართოვდება. ახალი კლინიკის მოწყობის და დანადგარებით აღჭურვის უზრუნველყოფის მიზნით, ბანკმა კომპანიას 1,3 მლნ. ევროს მოცულობის ინვესტიცია გამოუყო. ახალი ფილიალის გახსნა მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება. კლინიკა დამატებით 150 ადამიანს დაასაქმებს.

ამჟამად დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი მომხმარებლებს 6 ფილიალიდან უწევს მრავალპროფილურ სამედიცინო მომსახურებას (მათ შორის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური სერვისები და სხვა). სამედიცინო ცენტრი აერთიანებს ულტრათანამედროვე ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კომპლექსებს და ქირურგიულ სტაციონარს. ასევე, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს.  

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მალე ჩვენს ქსელს კიდევ ერთი კლინიკა შეემატება. მოხარული ვართ, რომ ბანკის მხარდაჭერით გვეძლევა შესაძლებლობა, გავფართოვდეთ და ამით წვლილი შევიტანოთ სამედიცინო სფეროს განვითარებაში. სამომავლოდ ვგეგმავთ მომხმარებელს კიდევ დამატებითი ფილიალებიდან მოვემსახუროთ“, - აცხადებს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, გურამ ტატიშვილი.

 

„დავით ტატიშვილის ცენტრი ერთ-ერთი მოწინავე ქსელია ადგილობრივ ბაზარზე სამედიცინო სფეროში. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ცენტრს ჰყავს არაერთი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი, რომელიც აქტიურადაა ჩართული არა მხოლოდ კლინიკის ყოველდღიურ საქმიანობაში, არამედ გარე აქტივობებში განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ზრდაზე ორიენტირებული გუნდი მუდმივად გეგმავს და იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტრენინგებში. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ბიზნესის განვითარებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებას“, - განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics