|
2021-12-02 10:00:00, 754 ნახვა
ეკონომიკა
კახა კალაძე - „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო და არა ჩემი ენერგეტიკის მინისტრობის დროს
„ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო. მე ენერგეტიკის მინისტრობის დროს, უარი ვთქვი კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარის გადახდაზე“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ რაოს“ საკითხზე საუბრისას განაცხადა. კახა კალაძის განმარტებით, საუბარი იმაზე, რომ მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში ტარიფი უნდა გაზრდილიყო, რათა კომპანია ზარალზე არ წასულიყო, არის აბსურდი და ოპონენტების გამოგონილი ტყუილი. „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ზოგიერთი ტელევიზიიდან და ოპონენტებისგან მოვისმინეთ სრული აბსურდი, რაც არ მიკვირს. მათი პოლიტიკური მდგომარეობა, თუ როგორ გამოიყურებიან, ამ განცხადებებშიც ჩანს. მერე უკვირთ, რატომ არიან ასეთ მდგომარეობაში და რატომ არ აქვთ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. ამ ადამიანების ყოველდღიურობა აგებულია სიცრუეზე და ხალხის შეცდომაში შეყვანაზე. რაც შეეხება არსებულ დავას, თავის დროზე, როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, მოთხოვნა იყო, კახა კალაძეს ხელი მოეწერა იმაზე, რომ ამ კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარი გადაგვეხადა. ამას, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი. ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. სახელმწიფოს დავა არ წაუგია. ეს არის ნაწილობრივ დაკმაყოფილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოთხოვნა იყო 200 მილიონ დოლარზე. მე და ჩემმა თანამშრომლებმა ეს პასუხისმგებლობა არ ავიღეთ და ამას ხელი არ მოვაწერეთ. აღნიშნული სარჩელი, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება, რითაც უკვე დადასტურდა, რომ კომპანიას ეს 200 მილიონი დოლარი არ ეკუთვნოდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს გაფორმდა, უნდა მოეხსნას თუ არა ე.წ. გრიფით საიდუმლოს სტატუსი, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მისი მინისტრობის დროს არანირი საიდუმლო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. „კახა კალაძეს არანაირი „გრიფით საიდუმლო“ ხელშეკრულება არ დაუდია. ამ ხელშეკრულებას 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაედო „გრიფით საიდუმლო“. შესაბამისად, ჩემი მინისტრობის დროს ეს ხელშეკრულება დამხვდა. გამოძიება რაზე დაიწყოს? 200 მილიონ დოლარს რომ ითხოვდნენ და 80 მილიონ დოლარის გადახდა რომ გვიწევს? ესაც ჯერ დასადგენია, რადგან გასაჩივრებულია ზედა ინსტანციაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)