|
2021-10-21 14:11:35, 524 ნახვა
საზოგადოება
კახეთში მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესს ეკატერინე ტიკარაძე გაეცნო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში, მოსახლეობის ვაქცინაცია, კახეთის რეგიონის ორ სოფელში- მანავსა და პატარძეულში მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ვაქცინაციის პროცესს ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გაეცნენ. მანავში COVID-19-ის საწინაღმდეგო ვაქცინით ათეულობით ადამიანი აიცრა, მათ შორის იყო ორსული და 100 წლის ქალი. „ვაქცინაციის მარათონს კახეთში ვაგრძელებთ. ჩვენ ის სოფლები შევარჩიეთ, სადაც ვაქცინაციის ტემპი დაბალია. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ჩართულობა, რათა მოქალაქეებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიმდინარე პროცესს მუდმივ მონიტორინგს გაუკეთებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაქცინაციის მარათონი დადებით შედეგებს გამოიღებს და ვაქცინაციის ტემპი კიდევ უფრო მოიმატებს“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. პროექტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ინიციატივით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)